Monday, January 16, 2012


როგორ დავამზადოთ გემრიელი სტეიკი

თქვენ გიყვართ სტეიკი და გსურთ, რომ ის სტეიკი, რომელსაც ამზადებთ თქვენს სამზარეულოში ოდნავ მაინც ჰგავდეს იმ სტეიკს, რომელსაც მიირთმევთ თქვენს საყვერელ რესტორანში!!!
ყოველთვის რაღაც არ გამოდის: თქვენი სტეიკი ან ძალიან მშრალია, ან ძალიან ნედლი, ან არასწორად გაქვთ შეარჩეული სასტეიკე ხორცი...

პირველ რიგში სასტეიკედ შეარჩიეთ საქონლის სუკი, რომელიც ადვილი საშოვნელია თბილისის ბევრ სუპერმარკეტში! საბედნიეროდ დღეს ჩვენს ბაზარზე (სხვადასხვა დისტრიბიუტორებთან) უკვვე შესაძლებელია ე.წ. T-Bone სტეიკის ან Rumpsteak რამშტექსის და სხვა იმპორტირებული სტეიკების შეძენაც...

სტეიკის შეწვის დროს ყურადღება მიაქციეთ თავად სტეიკის ნაჭრის სისქეს, ვინაიდან მისი შეწვის დრო პირველ რიგში დამოკიდებულია მის სისქეზე.

მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ სტეიკი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის – ანუ გაყინული სტეიკი არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ!!!

სანამ სტეიკს დადებთ ტაფაზე, ან გრილზე, ან ღუმელში აუცილებლათ მოაყარეთ მას ზღვის მარილი და ახლად დაფქვილი პილპილი. შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით მოაყაროთ როზმარინი, ორეგანო, ბაზილიკო, სვანური მარილი და ა.შ. ან დაამუშაოთ ხორცი ნიორით და წითელი ღვინით – მთავარია, რომ ყოველივე ეს გააკეთოთ მანამ, სანამ დაიწყებთ სტეიკის შეწვას!

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მრავალი თქვენგანი უშვებს არის ის, რომ: თქვენ ძალიან ხშირად ატრიალებთ სტეიკს ტაფაზე სხვადასხვა მხარეს, ზოგიერთი ჩანგალსაც კი არჭობს სტეიკს, რათა გასინჯოს თუ როგორ არის სტეიკი შემწვარი! ეს აზიანებს ხორცის სტრუქტურას.

ვიდეოში, რომელიც თან ერთვის ამ ბლოგს ჩანს თუ როგორ უნდა შეამოწმოთ რამდენად კარგად არის შემწვარი სტეიკი! სტეიკში ჩანგლის დარჭობით, თქვენ აკარგვინებთ მას ყველა იმ არომატს და წვენს რაც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს მისმა სტრუქტურამ!!!

გისურვებთ სასიამოვნო ვახშამს!!!




No comments:

Post a Comment