Thursday, January 12, 2012

იგრძენით იტალიური პარმა ლორის გემო (Italy’s Best Culatello)....

ჩრდილოეთ იტალიაში (პარმას რეგიონში) – მდინარე პო–ს სანაპიროზე მზადდება მსოფლიოში სახელგანთქმული პარმას ლორი და ყველი პარმეზანი. გაიცანით ლორის ერთ–ერთი მწარმოებელი მასიმო სპიჯაროლი (Massino Sprigaroli), რომლის ოჯახს გააჩნია 150 წლიანი ტრადიცია იტალიის საუკეთესო ლორის ე.წ. „კულატელო“–ს (Culatello) წარმოებაში. ამ ლორს თავად პრინც ჩარლზიც უკვეთავს თავისი სასახლის სტუმრებისთვის.

მასიმო სპიჯაროლი არის ლორის წარმოების იმ ანტიკური ტრადიციების გამგრძელებელი, რომელიც ჩამოყალიბდა პარმას რეგიონში, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და რომელიც გადიდრებულია ადგილობრივი საკაზმითა და სანელებლებით.

ჯერ კიდევ 1800 წელს მისმა ოჯახმა დაიწყო ე.წ. ცივად შებოლილი ლორის წარმოება თავად ჯუზეპე ვერდისთვის. დღესაც ეს ტრადიციები გრძელდება და თავად პრინცი ჩარლზი აგზავნის სპეციალური საკვებით გაზრდილ ღორებს იტალიაში – სოფელ ანტიკა კორტე პოლავიჩინა–ში (Antica Corte Pollavicina), სადაც იმყოფება სპიჯაროლის ოჯახის ლორის მწარმოებელი კომპანია – რათა მათ დაუმზადონ ანტიკური ტრადიციების დაცვით ცივად შებოლილი ლორი.

მასიმო სპიჯაროლი ასევე მართავს მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანს, სადაც ყველა საჭმელი მზადდება მისი ოჯახის მდიდარი რეცეპტურით და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ზამთრის ნისლიც კი – გამოყენებულია როგორც „ინგრედიენტი“! ეს ხელოვნებაა!!!

ვიდეო იტალიურ ენაზეა (ინგლისური სუბ–ტიტრებით), თუმცა თქვენ ყველაფერს გაიგებთ J
ეს არის ის ემოციები, რომელიც არ ითარგმნება!!!




No comments:

Post a Comment